Help - Search - Members - Calendar
Full Version: ინფინიტი
Drive.ge > საერთო > ბოქსები
managa
infiniti fx35 მყავს შეკითხვა მაქვს და ვინც ერკვევა თუ შეგიძლიათ რო შემომეხმიანოთ
managa
გამარჯობა, მყავს ინფინიტი FX35. ერთი პატარა პრობლემა მაქვს და თუ შეგიძლიათ დამეხმაროთ. მანქანა არის ახალი გავლილი აქვს 10,000 კმ. წინა მარცხენა მხრიდან ხანდახან აქვს კაკუნის ხმა. ყველგან ვიყავი თითქმის. დიაგნოსტიკურ ცენტრშიც ტოიოტას ცენტრის გვერძე რომ არის. მეუბნებიან რომ არანაირი პრობლემა არ არის სავალ ნაწილებთან და საერთოდ სერიოზულ ნაწილებთან. თითონაც ესმით ეგ ხმა მაგრამ ვერ აგნებენ. იქნებ ვინმეს გქონიათ პრაქტიკაში და თუ შეგიძლიად დამეხმაროთ ან ვის მივმართო კარგი ხელოსანი იქნებ მიმითითოდ. ერთმა ხელოსანმა მითხრა კრილოში ამ მოდელებს რაღაც დეფექტი აქვთო ვინტი ეშვებაო. მოკლედ ვერ გავიგე უმიზეზოდაც არ მინდა კრილო მოვხსნა. Help Help. მადლობა წინასწარ
DRIVER
ასე თუ ისე ვერკვევი და დაწერე რა შეკითხვა გაქვს იქნებ ვიცი
DRIVER
managa მაგის სუსტი წერტილები ნამდვილად არ ვიცი მაგრამ ხმა კონკრეტულად საიდან მოდის?
En1ac
ესე ძნელია გაიგო რისი ბრალია
შეიძლება რაიმე ედება, ან კრილოს შიდა დამცავი ბორბალს ედება..... ძალიან ბევრი რამის ბრალი შეიძლება იყოს
nik_sabashvili
ისე რამდენატ გამძლეა FX35? და ბენზინის წვა მაინტერესებს
DRIVER
საწვავის ხარჯი ტრასაზე (100კმ-ზე) 10.2 ლ
საწვავის ხარჯი ქალაქში (100კმ-ზე) 13.9 ლ.
gurgena
ჰუუჰუუ ზუსტად ეგრე ჭირდა მამაჩმის c class და რო ვერაფერი ვერ გაუგო მერე თAვისით გაჩერდა აკკუნი თან კაკრას მარცენა მხარეს
Achi
ზუსტად ეგ პრობლემა მქონდა მეც ოღონდ მარჯვენა მხარეს და ავარიის შემდეგ ხმა უფრო გაძლიერდა.... ათასი რამე ვცადე და მეც ვერავინ ვერაფერი მითხრა.. მერე მივიყვანე ბალანსირებაზე და რავი იქ მითხრეს დისკი გაღუნულიაო.. გავასწორებინე, დააბალანსა და ხმამაც დაიწია და მერე რაზვალის გასწორების შემდეგ სულ გაქრა...

წესით შენი ახალი მანქანაა და არამგონია იგივე შემთხვევა იყოს........ პროსტა შეამოწმებინე რა...
BURN
საბურავები გადაადგილე აბა, იქნებ თვითონ საბურავს აქვს დეფექტი ტო smile.gif
Chipa
საბურავი რა შუაშია :boli:
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.